ნებისმიერი პრობლემის მოგვარების 5 ნაბიჯიანი ფორმულა

ხშირად მეკითხებიან ხოლმე როგორ შემიძლია ნებისმიერ პრობლემაზე მშვიდად ვიმოქმედო და მაშინვე მოქმედების გეგმის შედგენაზე გადავიდე, მაშინ როცა დღის მანძილზე უამრავ გაუთვალისწინებელ პრობლემას ვაწყდები და ხშირად მათი მოგვარების დროც კი არ მაქვს.

ამ სტატიაში მოცემული 5 ნაბიჯიანი ფორმულა ჩემი მოგონილი არ არის, თუმცა სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდია პრობლემებზე კონცენტრირებისა და მასზე ფიქრში დროის ხარჯვის ნაცვლად, პირდაპირ გამოსავლის საპოვნელად, ამ მეთოდით ვეღაც ნერვიულობას ასწრებ და ბონუსად გამოსავლის გზებიც ნაპოვნი გაქვს.

მოკლედ, მთავარია მონდომება, თორემ ამ 5 ნაბიჯიანი ფორმულით მე ყველა სიცუაციიდან სწრაფად ვპოულობ გამოსავალს:

ნაბიჯი 1. ნებისმიერ პრობლემას ვუდგები პოზიტიური განწყობით, მშვიდად და თავდაჯერებულად. პირველ რიგში ვაცნობიერებ, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და ეს პრობლემაც აუცილებლად მოგვარდება თუ მოინდომებ.

ნაბიჯი 2. ვცდილობ გავერკვე რა არის ან სად არის პრობლემა, ვწერ ფურცელზე პრობლემის შინაარსს და მის გამომწვევი მიზეზებს.

ნაბიჯი 3. მას შემდეგ რაც ზუსტად გავერკვიე რა არის პრობლემა, იმავე ფურცელზე ჩამოვწერ ხოლმე ამ პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზას და მათგან ვირჩევ ყველაზე მარტივს.

ნაბიჯი 4. ჩამოთვლილი მოგვარების გზებიდან ვირჩევ ყველაზე მარტივს და ვადგენ ამ პრობლემის მოგვარების დედლაინს, მისი შესაბამისი დღის to-do list-ში ჩაწერით.

ნაბიჯი 5. პრობლემების მოგვარების თარიღის დადგომისთანავე, ვუდგები მას, როგორც ერთ-ერთ აქტივობას და ვიწყებ პრობლემის მოგვარებას მშვიდად და თანმიმდევრულად, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით.

სცადე ამ მეთოდის გამოყენება პირველივე შესაძლებლობისთანავე, კვირის ეფექტურად დასაგეგმად კი გამოიყენე კვირის დამგეგმავი და გამიზიარე შედეგები.

წარმატებები!!!