13 რამ, რაც წიგნიდან „13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ“ (ავტორი ემი მორინი) ვისწავლე

ემი მორინი, წარმატებული ფსიქოთერაპევტი და უამრავი წიგნის ავტორი, პრაქტიკული საქმიანობის მანძილზე მიღებული გამოცდილების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ გონებრივი სიძლიერის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა. ამ ყველაფერმა შთააგონა მას დაეწერა წიგნი „13 რამ რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ“. წიგნი მალევე გახდა საერთაშორისო ბესტსელერი, იგი თარგმნილია 40 სხვადასხვა ენაზე და მისი 50 მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გაყიდული. 

წიგნი გადმოსცემს პირად ისტორიებს და გვთავაზობს პრაქტიკულ გზებს, როგორ ავიცილოთ 13 ყველაზე გავრცელებული საფრთხე, რომელიც ხელს უშლის ადამიანს მისი შესაძლებლობების გამოვლენაში.

  1. ისინი არ კარგავენ დროს საკუთარი თავის შეცოდებაში – მენტალურად ძლიერი ადამიანები არ გამოხატავენ სინანულს გარემოებების ან სხვა ადამიანების ქმედების გამო. ნაცვლად ამისა თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე და ესმით, რომ ცხოვრება ყოველთვის არ არის ადვილი და სამართლიანი;
  2. ისინი არ აძლევენ სხვებს მათზე კონტროლის საშუალებას – მენტალურად ძლიერი ადამიანი არასოდეს იტყვის „ჩემი უფროსი ისე მექცევა, რომ თავს ცუდად ვგრძნობ“, ვინაიდან იცის, რომ თვითონ აკონტროლებს ემოციებს და თვითონ წყვეტს როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს, რომ აქვს არჩევანის საშუალება.
  3. მათ არ ეშინიათ ცვლილებების – მენტალურად ძლიერი ადამიანი არ ცდილობს თავიდან აიცილოს ცვლილებები. პირიქით მიესალმება პოზიტიურ ცვლილებებს და სწრაფად ადაპტირდება ასეთ დროს, ვინაიდან ესმის რომ ცვლილებებს თავიდან ვერ აიცილებს და სჯერა მისი შესაძლებლობების.
  4. ისინი არ ხარჯავენ ენერგიას იმაზე, რისი კონტროლიც არ შეუძლიათ – მენტალურად ძლიერი ადამიანები არასოდეს წუწუნებებ დაკარგულ ბარგზე ან საცობებზე. ნაცვლად ამისა, ისინი ფოკუსირდებიან მოვლენებზე, რომელთა კონტროლი შეუძლიათ და ხანდახან იმასაც კი აღიარებენ, რომ ერთადერთი რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია ჩვენი ქცევაა კონკრეტულ სიტუაციაში.
  5. ისინი არ ზრუნავენ იმასზე, რომ ყველას ასიამოვნონ – მენტალურად ძლიერმა ადამიანებმა იციან, რომ არ არის საჭირო ყველა გაახარო, მათ არ ეშინიათ უარი თქმის და საჭიროების შემთხვევაში საუბრის. ისინი ცდილობენ იყვნენ კეთილები და სამართლიანები, მაგრამ შეუძლიათ გაუმკავდნენ უსიამოვნო საუბარს, თუ ასეთის საჭიროება დადგა.
  6. მათ არ ეშინიათ გარიკვის – მენტალურად ძლიერი ადამიანები არ მიდიან სულელურ რისკებზე, მაგრამ არ ერიდიან რისკებს, გადაწყვეტილების მიღებამდე ხარჯავენ დროს ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესაფასებლად;
  7. ისინი არასოდეს კარგავენ დროს წარსულზე ფიქრში – მენტალურად ძლიერი ადამიანები არასოდეს დაკარგავენ დროს იმაზე ფიქრში რა იქნებოდა სხვანაირად რომ ემოქმედა, თუმცა აანალიზებენ წარსულს და შეუძლიათ თქვან რა ისწავლეს მისგან. ისინი ცხოვრობენ აწმყოთი და გეგმავენ მომავალს;
  8. ისინი არასოდეს იმეორებენ შეცდომებს – მენტალურად ძლიერი ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ შეცდომებებზე და სწავლობენ ამ შეცდომებისაგან. პირიქით, ისინი აგრძელებენ მოქმედებას და უფრო და უფრო უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას;
  9. ისინი არასოდეს ბრაზდებიან სხვა ადამიანების წარმატებაზე – მენტალურად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ დააფასონ და აღნიშნონ სხვა ადამიანის წარმატება, არ ეჭვიანობენ და არ გრძნობენ თავს მოტყუებულად, როცა სხვები აჯობებენ მათ, ვინაიდან აცნობიერებენ, რომ წარმატება მოქმედების შედეგია და მზად არიან თვითონაც იმოქმედონ.
  10. ისინი არ ნებდებიან პირველივე მარცხის შემდეგ – მენტალურად ძლიერი ადამიანები არ განიხილავენ წარუმატებლობას, როგორც დანებების მიზეზს. ამის ნაცვლად აანალიზებენ მარცხის მიზეზებს და იყენებენ მას როგორც ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას.
  11. მათ არ ეშინიათ მარტო ყოფნის – მენტალურად ძლიერ ადამიანებს არ ეშინიათ საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენისა და სიჩუმის. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს დრო რათა იყვნენ უფრო პროდუქტიულები. მათ მოსწონთ სოციალიზაცია, თუმცა არ არიან დამოკიდებულნი სხვებზე და შეუძლიათ მარტოც იყვნენ ბედნიერნი.
  12. ისინი არ თვლიან, რომ სამყაროს მათი ვალი აქვს – მენტალურად ძლიერი ადამიანები არ ფიქრობენ, რომ სხვები იზრუნებენ მათზე ან სამყარომ უნდა მისცეს მათ რაღაც, პირიქით, ისინი ეძებენ შესაძლებლობებს, მხოლოდ დამსახურების საფუძველზე
  13. ისინი არ ელიან სწრაფ შედეგს – მიუხედავად იმისა თუ რა არის მათი მიზანი, მენტალურად ძლიერმა ადამიანებმა იცინიან, რომ შედეგი სწრაფი ვერ იქნება. ნაცვლად ამისა, ისინი მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ დროსა და უნარს და ესმით, რომ რეალურ ცვლილებებს დრო სჭირდება.

მადლობა, რომ კითხულობ