ცვლილებებისადმი მზაობის შეფასება

ჩვენს ცხოვრებაში ცვლილების განხორციელების საჭიროება ორ შემთხვევაში დგება

) როცა ადგილი აქვს რაიმე ისეთ ძლიერ მიზეზს, როგორიცაა სამსახურის დაკარგვა, ახალი ოჯახის წევრის დაბადება, პირად ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი გარემოებები, ან 

) ადამიანის შეგნებული და გააზრებული სურვილი, გაარღვიოს ჩაკეტილი წრე, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და შეცვალოს არსებული მდგომარეობა უკეთესობისაკენ.

თუ პირველ შემთხვევაში სპონტანურად მოქმედება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, მეორე შემთხვევაში შეგვიძლია მშვიდად შევაფასოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები და მას შემდეგ რაც აღმოვაჩენთ ცხოვრების რომელ სფეროში შეგვიძლია და გვჭირდება ცვლილებების განხორციელება, დავიწყოთ კონკრეტული მოქმედებების განხორციელება

ეს ფორმა დაგეხმარებათ შეაფასოთ თქვენი დამოკიდებულება ცვლილებებისადმი, ცხოვრების ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით და შემდეგ გადაწყვიტოთ ხართ თუ არა მზად გადადგათ ნაბიჯები ცხოვრების უკეთესობისაკენ შესაცვლელად.  

ჩემი მთავარი ღირებულებები

იცოდი, რომ ადამიანებსაც აქვთ ღირებულებები, ანუ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის სასურველი, მართებული კარგი ან ცუდი

ადამიანის ღირებულებები განსაზღვრავს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართულებებს და ბევრად უფრო მარტივი ხდება ცხოვრება, თუ გააზრებული გვაქვს რა არის შენი მთავარი ღირებულებები და რაზე დაყრდნობით უნდა მიიღო შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დათანხმდე თუ უარი თქვა კონკრეტულ წინადადებას სამსახურზე, ურთიერთობებზე, განვითარებაზე და ასე შემდეგ.

გამოყავი საკუთარი თავისთვის 10 წუთი, განმარტოვდი, ჩამოტვირთე ფორმა, გადახედე მასში მოცემულ სიას და მათ შორის ამოარჩიე მაქსიმუმ 5 მთავარი ღირებულება, რომელიც მიგაჩნია, რომ მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში

ყველაზე მთავარი: ყოველი შემდგომი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, სულ გახსოვდეს თუ რა არის შენი მთავარი ღირებულება და რის საფუძველზე უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები

ყველა ადამიანს გააჩნია:

ა) ძლიერი და სუსტი მხარეები - უნარები და შესაძლებლობები, რომელიც გვეხმარება ან გვაბრკოლებს ვიყოთ წარმატებულები როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში. მაგალითად: უცხო ენა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, დროის მენეჯმენტი, რისკების მენეჯმენტი და ასე შემდეგ.

ბ) განვითარების შესაძლებლობები - სფეროები, რომელიც თავის დროზე წარმოადგენდა ჩვენს ძლიერ მხარეს, დროთა განმავლობაში მივიწყებას მიეცა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მცირედი ძალისხმების დახარჯვის შემთხვევაში შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. მაგალითად: ხატვა, წერა, ტრენინგების ჩატარებისათვის საჭირო უნარები, კამერასთან მუშაობის გამოცდილება და ასე შემდეგ.

გ) პერსონალური სისუსტეები და სიძლიერეები - ისეთი პიროვნული მახასიათებლები, რომელიც ჩვენს პერსონალურ მხარეს უფრო უკეთ წარმოაჩენს ან პირიქით ხელს გვიშლის ჩვენი შესაძლებლობების გამოყენებაში. მაგალითად: თვითდისციპლინა, ემოციების კონტროლი, ტელეფონზე დამოკიდებულება, მოწევა, თვითდისციპლინა და ასე შემდეგ.

ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა გვეხმარება ვიცოდეთ როგორ ვიმოქმედოთ კრიტიკულ სიტუაციაში, რა უნარები შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ, ჩვენივე უკეთესი ცხოვრებისთვის ან რა შეიძლება იყოს ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ჩვენივე უნარების და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

გამოყავი საკუთარი თავისთვის 15-20 წუთი, განმარტოვდი, ჩამოტვირთე ფორმა და შეავსე მისი ყველა გრაფა, გაითვალისწინე, რომ არ არის სავალდებულო ყველა ნაწილში 5 უნარი ან შესაძლებლობა ჩამოწერო, შეიძლება ზოგში 1 ან ზოგში 5-ზე ბევრჯერ მეტი იყოს. 

ჩემი ცხოვრებისეული მიზანი

ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში ისეთი დროც დღება, როცა უნდა გადავწყვიტოთ რა არის ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენი მთავარი ამოცანა ცხოვრებაში, რას გვინდა რომ მივაღწიოთ, რათა თავი სრულფასოვან ადამიანიად ვიგრძნოთ და გვქონდეს განცდა, რომ სწორედ იმას ვაკეთებთ, რისი სურვილიც გვქონდა. ამაში კი მოცემული ფორმა დაგეხმარება.

განმარტოვდი, ჩამოტვირთე ფორმა და უპასუხე მასში მოცემულ შეკითხვებს: 

  1. რა გინდა, რომ აკეთო ცხოვრებაში? 
  2. რისთვის გინდა, რომ დაიწყო იმ საქმის კეთება, რომელიც მოგწონს, გსიამოვნებს, სასარგებლოა სხვებისათვის და მოაქვს შემოსავალი, როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება
  3. როდის გინდა, რომ დაიწყო ეს საქმიანობა 
  4. რა უნდა გააკეთო ამისათვის

გაითვალისწინე, რომ საქმე რომელსაც აკეთებ უნდა აკმაყოფილებდეს 4 ძირითად კრიტერიუმს: ა) უნდა მოგწონდეს მისი კეთება; ბ) უნდა გამოგდიოდეს მისი კეთება; გ) სასარგებლო უნდა იყოს სხვებისათვის; დ) უნდა მოჰქონდეს შემოსავალი.