10 რჩევა უკეთესი ცხოვრებისთვის

დიდი ხნის მანძილზე მიღებული გამოცდილების, სწავლის, წარმატებისა და წარუმატებლობის შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მხოლოდ ინტუიციურად, რა ჯობს და რა არ ჯობს გადაწყვეტილებების მიღების ხარჯზე შეუძლებელია და ხანდახან ამ ნაწილში სხვა ადამიანების რჩევის გათვალისწინება არა მხოლოდ ამარტივებს ჩვენს ცხოვრებას, არამედ გვაძლევს გზას შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ, ჩვენივე უკეთესი მომავლისთვის.

აქ ჩამოთვლილი გამოცდილი ადამიანების რჩევები პირად მე დამეხმარა შემექმნა ისეთი ცხოვრება, რომელიც მომწონს და რომელსაც არაფერზე არ გავცვლი.

  1. ფოკუსირდი ყველაზე მნიშვნელოვანზე– შეუძლებელია ერთზე მეტი საქმის ერთდროულად ხარისხიანად კეთება და დღეც ბევრად უფრო პროდუქტიულია, როცა იცი კონკრეტულად რა გაქვს გასაკეთებელი და რაზე უნდა კონცენტრირდე;
  2. აიღე პასუხისმგებლობა ყოველდღიურ მოქმედებებზე –ყოველდღიური პატარ-პატარა გადაწყვეტილებები ქმნიან ჩვენს დღეს და ჩვენს ცხოვრებას. ყოველ საღამოს გაანალიზე შენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რა გააკეთე და ვერ გააკეთე და რატომ, რა შედეგი მოიტანა სადღაც წასვლამ ან არ წასვლამ, რაღაცის გაკეთებამ ან არ გაკეთებამ და შემდეგი დღე ამის მიხედვით დაგეგმე. ჩვენი გადაწყვეტილებების ყოველდღიური ანალიზი გვეხმარება, ყოველი შემდეგი დღე იყოს მეტად ხარისხიანი.
  3. იცხოვრე აწმყოში– დაივიწყე მსგავსი წინადადებები „როცა ვისწავლი ინგლისურს, მოვძებნი ახალ სამსახურს“ „როცა მექნება სავარჯიშო ტანსაცმელი, დავიწყებ სირბილს“ „როცა დათბება, წავალ ლაშქრობაში“. ხშირად სწორედ იმიტომ ვრჩებით ის სადაც ვართ, რომ მთელი ჩვენი ყურადღება გადატანილი გვაქვს მომავალზე, არადა იქიდან დაწყება სადაც ვართ და იმითი დაწყება რაც გვაქვს ბევრად უფრო შედეგის მომტანია, ვინაიდან გზადაგზა გამოჩნდება, ხოლმე რომ სირბილით, ინგლისურით ან იმ „რაღაცით“ რასაც ამდენი ხანია ველოდებით, შედეგი ვერ მიიღწევა.
  4. გასუფთავდი– მოაწესრიგე გარემო, რომელშიც ცხოვრობ. ეს შეეხება როგორც ნივთებს ასევე ადამიანებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარ თავს დაუსვი შეკითხვა განიჭებს თუ არა სიამოვნებას ამ ნივთთან, საგანთან ან ადამიანთან ურთოერთობა. მოიშორე ყველაფერი რაც უფრო მეტ პრობლემას გიქმნის ვიდრე კომფორტს – მანქანა, ტელეფონი და ა.შ. მოაწესრიგე ყველაფერი რაც გჭირდება. ჩამოშორდი ყველას ვინც ენერგიას გაცლის და გაატარე დრო იმ ადამიანებთან ვისთანაც თავს კარგად გრძნობთ.
  5. იყავი მადლიერი რაც გაქვ – მარტივი ნივთებით და სასამოვნო ურთოერთობებით სიამოვნების მიღება ჩვენს ცხოვრებას ავსებს. ყოველ დილით გამოხატეთ მადლიერება მოვლენების და ადამიანების მიმართ, ხოლო ყოველ საღამოს დაფიქრდით და აღნიშნეთ ერთი კარგი რამ რაც ამ დღეს მოხდა. აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება მხოლოდ უარყოფითი მოვლენებით არ არის სავსე და ბევრი კარგი რამე ხდება. ეს ჩვევა ასევე დაგეხმარებათ, რომ შეაფასოთ რა და ვინ განიჭებთ სიამოვნებას, რა ალამაზებს თქვენს ცხოვრებას და რითი ჯობიათ დაკავდეთ, რომ თავი უკეთესად იგრძნოთ.
  6. აწარმოეთ ჟურნალი– როჩესტერის სამედიცინო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ აზრების და გრძნობების ფურცელზე გადატანა არა მხოლოდ გვეხმარება აზრების მოწერსრიგებასა და ჩვენი ცხოვრებისთვის სწორი მიმართულების მიცემაში, არამედ კარგი საშუალებაა დეპრესიის სიმპტომების შესამსუბუქებლად, სტრესისა და შფოთვის დასაქვეითებლად.
  7. გააკეთე სასურველი საქმეების სია– ჩამოწერეთ რისი გაკეთება, რისი სწავლა, სად წასვლა და რისი ნახვა არის შენი მთავარი მიზანი, სურვილები, რომლის ასრულების შემთხვევაში ჩავთვლით, რომ საინტერესო ცხოვრებით იცხოვრეთ და ყოველ დღე გააკეთეთ რაღაც ამ სურვილის ასასრულებლად.
  8. იზრუნე სხეულზე– ჯანმრთელი სხეულის და ფსიქიკის გარეშე შეუძლებელია სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრება. იკვებეთ სწორად, დალიეთ საკმარისი წყალი და იძინეთ საკმარისად, რათა დილას გაღვიძებულს მოტივაცია და ცხოვრების ხალისი არ მოგაკლდეთ. უარი თქვით ყველაფერზე, რაც თქვენს ჯამრთელობას აზიანებს.
  9. გაატარე მეტი დრო ბუნებაში– თანამედროვე სამყაროში შენობებში გამოკეტვამ ბევრი უარყოფითი შედეგი მოიტანა. გამოიყენეთ ყველა შანსი: ბავშვთან ერთად სეირნობა, ძაღლის გასეირნება, ჰობი და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. ხეებზე, ცაზე და გარემოზე დაკვირვება სრულიად ცვლის ჩვენს განწყობას სამყაროსადმი და მკვეთრად აუმჯობესებს ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას.
  10. აკეთე ის რაც მოგწონს, რაც გამოგდის და რაც გსიამოვნებს– მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ჩვენი პროფესია აღარ მოგვწონს, ჩვენი სამსახური აღარ გვსიამოვნებს და გვიფიქრია კიდეც მათ შეცვლაზე, იძულებულნი ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. თუმცა ამის პარალელურად კვირაში თუნდაც 2-3 საათის დათმობა იმ საქმისთვის რაც მოგვწონს, გამოგვდის და გვისიამოვნებს, ჩვენს ცხოვრებას განსხვავებულ დატვირთვას სძენს და საკუთარი თავის რეალიზების შეგრძნებას გვმატებს. ამდენად, თუ ვერ ახერხებთ, რომ თქვენი ძირითადი შემოსავლის წყარო იყოს ის საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, ჰობის სახით მაინც შეეცადეთ მისი შენარჩუნება და იზრუნეთ, რომ ნელ-ნელა სრულად მასზე გადაერთოთ.

თუ ფიქრობ, რომ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებ, თუმცა დახმარების გარეშე ცვლილებების განხორციელება გიჭირს, დაჯავშნე უფასო 30 წუთიანი კონსულტაცია და გაიგე როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ.