სამსახურზე შეყვარებული ადამიანის (ეგრეთ წოდებული „ვორქოჰოლიკის“) 10 ნიშანი

დღევანდელი სამუშაო გარემო, ცხოვრების სწრაფი ტემპი და ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობით ადამიანები მუდმივად ხელმისაწვდომები ვართ, გვაიძულებს ვიმუშაოთ ნებისმიერ ადგილას და დროს. არადა პირადი და პროფესიული ცხოვრების ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობა და მუდმივად სამსახურის გარემოში ყოფნა, სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე.

ფაქტია, რომ „ვორქოჰოლიკობაზე“ არავინ ოცნობებს, თუმცა მათი უმრავლესობა ვერც კი იაზრებს ისე შორდება ყველაფერს პირადს: ოჯახს, მეგობრებს, შვებულებას, ჰობს და  მთელ დროს მუშაობას უთმობს,

ქვემოთ მოცემულია 10 ნიშანი, რომელთაგან რამდენიმეს ერთდროულად არსებობა მიუთითებს, რომ თქვენ „ვორქოჰოლიკი“ ხართ. 

1)  მისი გონება, ფიქრი, საუბარი მთლიანად გარემოცულია სამსახურით, მაშინაც კი როცა არასამსახურეობრივ გარემოში იმყოფება;

2)  ძირითადად არ ყავს მეუღლე ან პარტნიორი, ვინაიდან მთელი მისი დრო სამსახურს ეთმობა;

3)  არ უყვარს შვებულების, დასვენების დღეების ან ბიულეტენის აღება;

4)  არ უყვარს მისი საქმეების სხვებზე დელეგირება;

5)  სისტემატიურად უარყოფს ყველა შემოთავაზებას, დროის არ ქონის მოტივით;

6)  სისტემატიურად ეძებს კიდევ უფრო მეტ დროს, იმისათვის რომ იმუშაოს;

7)  ძირითადად პერფექციონისტია და ცდილობს ყველაფერი იდეალურად გააკეთოს;

8)  მუდმივად აქვს დანაშაულის განცდა, რომ რაღაც სამსახურში ვერ დაასრულა;

9)  ნერვიულობს თუ ვერ შეძლო მუშაობა ღამის საათებში ან/და დასვენების დღეებში;

10) არ აღიარებს რომ „ვორქოჰოლიკია“ და მუდამ მისი გადატვირთულობის გამართლებას ეძებს.

თუ ამ ჩამონათვალში საკუთარი თავი ამოიცანით, არ შეშფოთდეთ, თუმცა გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ „ვორქოჰოლიზმს“ შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

  • დაუთმე დრო ამ პრობლემის გაანალიზებას და ყველაფრისთვის სახელის დარქმევას – მინიმუმ საკუთარ თავთან აღიარება, რომ „ვორქოჰოლიკი“ ხარ შედარებით ამარტივებს ვითარებას. შეაფასე შენი ცხოვრება სხვადასხვა მნიშვნელოვანი სფეროების გათვალისწინებით და დაინახავ, რომ მხოლოდ სამსახურის საქმით დაინტერესება, შენც ცხოვრებას აზიანებს.
  • დააწესე სამუშაო დროისა და დასვენების დროის საზღვრები – შეუთანხმდი საკუთარ თავს, რომ სამსახურის საქმისათვის გამოიყენებ მხოლოდ კონკრეტულ საათებს და დაიცავი ეს შეთანხმება. წინასწარ შეადგინე კვირის მანძილზე გასაკეთებელი საქმეების სია და გამოყავი ამისათვის კალენდარში დრო, რათა ზედმიწევნით ზუსტად იცოდე სად იწყება და მთავრდება შენი პროფესიული საქმიანობა.
  • გამოყავი დრო დასვენებისა და ჰობისათვის – თავდაპირველად შეიძლება აღმოაჩინო, რომ დასვენების დროის გამოყენება არ იცი, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოჩნდება აქტივობები (მაგალითად: კინო, თეატრი, მეგობრები, ჰობი), რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებს. კალენდარში მოინიშნე დრო, როცა დასვენებას გეგმავ და დაიცავი ეს პირობა.
  • იზრუნე ჯანმრთელობაზე – ვინაიდან მუდმივი მუშაობა მნიშვნელოვნად აზიანებს ჯანმრთელობას, პირველ რიგში იზრუნე ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გამოყავი დრო ვარჯიშისთვის, მედიტაციისთვის, დილის ჟურნალისა თუ წიგნის კითხვისათვის.
  • ნუ მოგერიდება ითხოვო დახმარება – ზოგჯერ მხოლოდ პრობლემის აღიარება საკმარისი არ არის არსებული რეალობის შესაცვლელად. ე.წ. „ვორქოჰოლიზმის“ მარწუხებიდან თავის დაღწევას ეფექტური ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. დროის მენეჯმენტის მენტორის დახმარებით შეძლებ გაანალიზო არსებული ვითარება და იმდაგვარად დაგეგმო დღე, რომ ყველა საქმის დასრულება, დასვენების დროის გამოყენების გარეშე შეძლო.

თუ ფიქრობ, რომ „ვორქოჰოლიკი“ ხარ და დახმარება გჭირდება, თუმცა მარტოს ცვლილებების განხორციელება გიჭირს, დაჯავშნე უფასო 30 წუთიანი კონსულტაცია და გაიგე როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ.