კვირის დამგეგმავი

ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, რაც პროდუქტიულობასა და თვითდისციპლინასთან დაკავშირებით არსებობს ეგრეთ წოდებული time blocking-ია. ეს მეთოდი ძალიან ეხმარება ადამიანს იყოს მაქსიმალურად ფოკუსირებული იმ საქმეზე, რომლისთვისას კალენდარში კონკრეტული დრო გამოყო და ნაკლებად ინერვიულოს სხვა საქმეებზე, რომელიც იმ დღეს ან შემდეგ დღეს აქვს დაგეგმილი, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ ამისათვის ცალკე დრო გაქვს დათმობილი და ჯერ ეს დრო არ მოსულა. 

2,49 

შეძენის შემდგომ მიიღებთ PDF ფაილის ჩამოსაწერ ლინკს მეილზე, რომელიც ასევე თქვენი პროფილის გვერდზე იქნება განთავსებული

წარმატების ჰაბი“-ს მიერ მომზადებული კვირის დამგეგმავი აგებულია იმდაგვარად, რომ ადამიანმა ეფექტურად განსაზღვროს მისი მიზნები, დაგეგმოს ამ მიზნებთან დაკავშირებული აქტივობები კალენდარში და კვირის ბოლოს შეაფასოს თუ რამდენი პროცენტით შეძლო მისი განხორციელება და თუ ვერ შეძლო რატომ. ამ ყველაფრის გააზრების შემდგომ კი უკეთესად დაგეგმოს ყოველი შემდეგი კვირა.

მისი გამოყენება თავიდან აგაცილებთ საქმეების სხვა დროისთვის გადადებას ე.წ. პროკრასტინაციას და დაგეხმარებათ იყო ბევრად უფრო პროდუქტიული, ვიდრე უბრალოდ ე.წ. „to-do list“-ის გაკეთებისას ხარ ხოლმე.

შეიძინეთ ფორმა, ჩამოტვირთეთ, ამობეჭდეთ და:

  1. ჩამოწერეთ თქვენი ამ გვირის მიზნები და ამ მიზნებთან დაკავშირებული აქტივობები:
  2. განსაზღვრეთ თითოეული აქტივობისთვის საჭირო დრო; 
  3. კალენდარში მონიშნეთ დრო, დღე და დრო როცა ამ აქტივობას განახორციელებ, არა მხოლოდ დასაწყისი, არამედ დროის მთელი ბლოკი; 
  4. შეეცადე წინასწარ განსაზღვრულ დროში დაასრულო ეს აქტივობა;
  5. ყოველ კვირა დღეს ან ორშაბათს დილას, კვირის დამგეგმავის ბოლოში მოცემული გრაფების დახმარებით შეაფასე რამდენად მიაღწიეთ ამ კვირის მიზნებს.