ერთ დროს საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, კვირაში 7 დღე და 24 საათი. სამწუხაროდ ესეც არ იყო საკმარისი ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად და დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ საჯარო სამსახური დავტოვე და თავისუფალ გრაფიკზე გადავედი, თუმცა აქაც ისე დავიტვირთე, რომ არაფრისთვის დრო აღარ მრჩებოდა

გამოსავლის ძიებისას გადავწყვიტე დეტალურად შემესწავლა პერსონალური განვითარების ძირითადი მიმართულებებითვითშეფასების, თვითგანვითარების, პროდუქტიულობის, თვითდისციპლინის, მიზნების დასახვისა და ამის საფუძველზე პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის მეთოდები და ხერხები, მემუშავა ცუდი ჩვევების კარგი ჩვევებით ჩანაცვლებასა და დროის იმდაგვარად განაწილებაზე, რომ შედეგად დასახული მიზნებისთვისაც მიმეღწია და პირადი ცხოვრებისთვის, მოგზაურობისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ჩემი ჰობისთვისაც საკმარისი დრო დამრჩენოდა. შედეგმაც არ დააყოვნა. უკვე დიდი ხანია ზუსტად ვიცი სად ვარ, რატომ ვარ, რას ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ და რა შედეგს მოიტანს თითოეული დღე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ჩემს მიერ შექმნილი სისტემები, მეთოდები და პროგრამები ეფექტური საშუალებებია საკუთარი თავისა და ადგილის საპოვნელად, პროირიტეტების სწორად განსასაზღვრად და დროის ეფექტურად გამოსაყენებლად, მიზნად დავისახე ჩემი გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ასე შეიქმნაწარმატების ჰაბი“, რომლის მთავარი მისიაც რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრების შეცვლაა უკეთესობისაკენ, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება იპოვონ მკაფიო მიზანი ცხოვრებაში, გამოიყენონ მათი შესაძლებლობები, მიაღწიონ მიზნებს და აისრულონ ოცნებები.

ქეთი ჩომახაშვილი

“წარმატების ჰაბი”-ს დამფუძნებელი
 

ჩემი მიზანი მარტივია: რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიარო არაერთ ადამიანზე გამოცდილი სისტემები და მეთოდები, რათა ყველა მათგანმა შეძლოს ეფექტურად გამოიყენოს საკუთარი  შესაძლებლობები და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ნაკლები დროის დანახარჯით აკეთოს საქმე, რომელიც მოსწონს, გამოსდის, სასარგებლოა სხვებისათვის და მოაქვს შემოსავალი.

 

ანუ გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და გახადოს ცხოვრება უკეთესი

მადლობა რომ მაძლევ საშუალებას განვახორციელო ცვლილებები შენს ცხოვრებაში

გადადგი ნაბიჯები, რათა გახდე შენი თავის
საუკეთესო ვერსია და გახადო შენი ცხოვრება უკეთესი

დროის მართვა და პროდუქტიულობა

დაიღალე ნერვიულობით, რომ სულ ქაოსში ხარ ვერაფერს ასწრებ, სულ მუშაობ, მაგრამ ქრონიკულად საკუთარი თავის უკმაყოფილო ხარ

ნუ უფრო მეტ დაკარგავ დროს!

პიროვნული თვითგამორკვევა

მოგბეზრდა რუტინა და არ იცი რა გინდა რომ აკეთო ცხოვრებაში. რა არის საქმე, რომელიც მოგწონს, გამოგდის და მოაქვს შემოსავალი

მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა!

იდეიდან პირველ შემოსავლამდე

გაქვს იდეა, თუმცა არ იცი როგორ განახორციელო, რა შეიძლება გააკეთო მის სისრულეში მოსაყვანად ან/და გჭირდება ამისათვის.

შემოგივიერთდი!