წესები და პირობები

წინამდებარე გვერდის გამოყენება რეგულირდება შპს „წარმატების ჰაბი“-ს მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ვებ-გვერდი.

ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს.

ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეიძინონ პროდუქტი ან მომსახურება შპს „წარმატების ჰაბი“-საგან. ბანკის ვებ-გვერდზე მითითებული კონკრეტული პროდუქტები/მომსახურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლოვით.

მიწოდების პოლიტიკა

ვებ-გვერდის მეშვეობით შეძენილი ფიზიკური პროდუქტის ადგილზე მიწოდება ხორციელდება, შეძენიდან 3 სამუშაო დღეში, კლიენტის მიერ მითითებულ მისამართზე. მიწოდების ღირებულებაა 3 ლარი.

ვებ-გვერდის მეშვეობით შეძენილი ელექტრონული (PDF დოკუმენტი) პროდუქტების მიწოდება ხორციელდება დაიყოვნებლივ, ელ.ფოსტის მეშვეობით.

ვებ-გვერდის მეშვეობით შეძენილი სერვისის (ვორქშოფი, ლექცია, სემინარი და ა.შ.) მიწოდება ხორციელდება წინასწარ განსაზღვრულ თარიღში.

დაბრუნების პოლიტიკა

იმ შემთხვევაში თუ კლიენტი შეიძენს პროდუქტს და თანხის გადახდიდან 2 სამუშაო დღეში უარს იტყვის მის მიღებაზე, მას სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა, 3 სამუშაო დღეში.

იმ შემთხვევაში თუ კლიენტი შეიძენს ელექტრონულ პროდუქტს ან სერვისს, რომლის მოწოდებაც ხორციელდება დაიყოვნებლივ ან დროის განსაზღვრულ მონაკვეთში – პროდუქტზე უარის თქმის შემთხვევაში, მას გადახდილი თანხა დაუბრუნდება შპს „წარმატების ჰაბი“-ს წარმომადგენლისთვის შეტყობინებიდან 3 სამუშაო დღეში.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს „წარმატების ჰაბი” მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.

„წარმატების ჰაბი” მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე, თუმცა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ აღნიშნული ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე. ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი”, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სტატისტიკის საწარმოებლად, ან მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის N8, ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@successhub.ge

საიტის ავტორი და ტექნიკური მხარდაჭერა

საიტი შექმნა BLH-მა

ტექნიკური მომსახურებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია – Mediahub

საიტის ლიცენზიები შეძენილია Mediashop-ში