გაიუმჯობესე ცხოვრების ხარისხი 5 მარტივი მოქმედებით

ყველა ადამიანს სურს იცხოვროს მშვიდი, ბედნიერი ცხოვრებით, შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება და აიხდინოს ოცნებები, იგრძნოს კავშირი საკუთარ თავთან და სამყაროსთან და ჩათვალოს რომ რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილია – უფრო კონკრეტულად კი – იცხოვროს არა სხვებისთვის და სხვების გადმოსახედიდან, არამედ საკუთარი თავისთვის, საუკეთესო ცხოვრებით. თუმცა ცოტას თუ აქვს გააზრებული კონკრეტულად რას არის საკუთარი თავისთვის ცხოვრება და როგორ უნდა შეძლოს ამ ყველაფრის მიღწევა.

მალე ახალი წელი მოდის და საკუთარი თავისათვის ახალი შანსების მიცემის დროა. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ დაიწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მიიღოთ მაქსიმუმი იმ შესაძლო ვარიანტებიდან, რასაც გარემო ფაქტორები ქმნიან.

  1. იყავი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია– ნუ ეცდები იყო ვიღაც სხვა, რომელიც მოგწონს არ არ მოგწონს, ნუ ეცდები იყო ისეთი, როგორიც სხვებს მოსწონხარ, უბრალოდ ფოკუსირდი იმაზე ვინ გინდა რომ იყო, იყავი ისეთი როგორიც გინდა რომ იყო და იამაყე იმით, რომ სხვებისგან განსხვავებული ხარ. უბრალოდ იყავი „მეტი შენ“;
  2. დააკვირდი საკუთარ თავს– რა ჩვევები გაქვს, რა გაბედნიერებს, რა გაძლევს ენერგიას, რა გაშფოთებს, რა გაწუხებს, როდის და როგორ ექცევი სხვისი ზემოქმედების ქვეშ და რა შედეგები მოაქვს ამ ყველაფერს. ერთი კვირის მანძილზე დააკვირდი ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს და გაანალიზე მისი შედეგები, საბოლოოდ კი გაერკვევი რა და ვინ უნდა აიცილო თავიდან, იმისათვის, რომ შეძლო შენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
  3. გამოავლინე და შეამცირე ცუდი ჩვევები– შეისწავლე საკუთარი ცუდი ჩვევები – მოქმედებები, რომელიც თავდაპირველად გვაბედნიერებს, გვამშვიდებს, თუმცა მათ ფასს მოგვიანებით აუცილებლად ვიხდით. გაანალიზე მათი გავლენა შენი ცხოვრების ხარისხზე, დაიწყე უფრო მეტად იმ ჩვევების გამოყენება, რომელიც უფრო მეტ ენერგიას გაძლევს, ხოლო ჩვევები, რომელიც კარგავს შენს დროს, ენერგიას და არ გაბედნიერებს შეამცირე.
  4. წარმოიდგინე შენი საუკეთესო ცხოვრება– წარმოიდგინე, რომ ფული ან/და სხვა საჭირო რესურსი პრობლემა არ არის, იფიქრე და მაქსიმალურად დეტალურად აღწერე როგორია შენი წამოდგენა თქვენს საუკეთესო ცხოვრებაზე, ცხოვრების შემდეგი სფეროების მიხედვით: ა) ფინანსები; ბ) კარიერა/პროფესიული განვითარება; გ) ჯანმრთელობა; დ) პერსონალური განვითარება; ე) ოჯახი და მეგობრები და ვ) თავისუფალი დრო. წარმოდგინე თითოეული მათგანი დეტალურად და შეიგრძენი ამ ყველაფრის გავლენა შენც ცხოვრებაზე.
  5. განსაზღვრე შენი მიზნები– იცოდე რისი მიღწევა გსურს ცხოვრებაში და როდის იგძნობ თავს რეალიზებულად, როდის ჩათვლი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს როგორც საკუთარი თავის, ასევე სამყაროსთვის. ჩამოწერე შენი მიზნები და მიყევი მათ განხორციელებას პატარ-პატარა, თუმცა ყოველდღიური ნაბიჯებით.

თუ ფიქრობ, რომ გჭირდება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა დახმარების გარეშე ცვლილებების განხორციელება გიჭირს, დაჯავშნე უფასო 30 წუთიანი კონსულტაცია და გაიგე როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ.