30 დღიანი დამგეგმავი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თვითდისციპლინის, პროდუქტიულობისა და მიზნებზე ორიენტირების 30 დღიან მარათონში. ამ გზის წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ გაქვთ შანსი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ საკუთარი თავისა და ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ და შეიძინოთ თავდაჯერება, რომელიც ყველას და ყოველთვის გვჭირდება.

 

ყველამ ვიცით, რომ დღევანდელ ქაოსურ სამყაროში მიზანზე ფოკუსირება და საკუთარი თავის იძულება, რომ იყო დისციპლინირებული და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენო დრო და შესაძლებლობები საკმაოდ რთულია. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვართ: ფრილანსერი, საკუთარი ბიზნესის მფლობელი, მაღალი თუ საშუალო რგოლის მენეჯერი თუ სხვის ბიზნესში დასაქმებული სამსახურსა თუ ოჯახში აღებული ვალდებულებების შესრულება და ამის პარალელურად საკუთარ თავზე, განვითარებაზე, გართობაზე და თავისუფალ დროზე ზრუნვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

 

ეს 37 გვერდიანი სამუშაო რვეული კი შექმნილია იმისათვის, რომ არა მხოლოდ დაგეგმოთ თქვენი დღე ეფექტურად, არამედ შექმნათ და ჩვევად ჩამოიყალიბოთ ისეთი რუტინა, რომელიც:

  • გაზრდის თქვენს პროდუქტიულობასა და თვითდისციპლინას;
  • გაიძულებთ ნათლად დაინახო შენი მიზანი და პრიორიტეტები;
  • ჩამოგიყალიბებთ პოზიტიურ ჩვევებსა და რუტინას.
  • მოგცემთ საშუალებას განახორციელოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ცხოვრებაში.

 

ასე, რომ გაეცანით მისი გამოყენების წესებს და შეუდექით საქმეს, თვის ნებისმიერ რიცხვში, ნებისმიერ დღეს.

14,99 

შეძენის შემდგომ მიიღებთ PDF ფაილის ჩამოსაწერ ლინკს მეილზე, რომელიც ასევე თქვენი პროფილის გვერდზე იქნება განთავსებული