პიროვნული თვითგამორკვევა

ეთილი იყოს თქვენი მობრძანება პიროვნული თვითგამორკვევის” მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო პროცესში. 

ეს სამუშაო რვეული შექმნილია მათთვის ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ამჟამინდელ მდგომარეობას, სურს ცვლილებები, ახალი გამოწვევები და ზრდის შესაძლებლობა. ვინც ფიქრობს, რომ სამსახური და პროფესია მხოლოდ შემოსავლის მისაღებად არ არის საჭირო, პიროვნულ განვითარებასა და პროგრესს უნდა უზრუნველყოფდეს და უნდა მოჰქონდეს ბედნიერება, ვინც მრავალწლიანი რუტინული ყოველდღიურობის გამო დაკარგა მიზანი ცხოვრებაში და სურს, რომ ხელახლა გაიცნოს საკუთარი თავი, გაიგოს რა არის მისი ცხოვრებისეული მიზანი და დანიშნულება; ვინც ფიქრობს, რომ ბოლომდე ვერ იყენებს საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს და აქვს სურვილი გაერკვეს, განივითაროს და შემდგომ საინტერესოდ გამოიყენოს მისი ფარული ნიჭი თუ ინტერესი. ვინც მუდმივად შფოთავს იმაზე, რომ სათანადოდ ვერ იყენებს მისთვის მნიშვნელოვან დროს და ასე გაგრძელების შემთხვევაში მისი ყოველდღიურობა მუდამ ერთფეროვანი და არასაინტერესო იქნება.

ეს 30 გვერდიანი სამუშაო რვეული მოიცავს შესავალ ნაწილს სამი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვით პიროვნული თვითგამორკვევის პროცესის მზაობის შესაფასებლად. მხოლოდ ამის შემდეგ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა თანმიმდევრულად, 16 სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოს დახმარებით, გაიაროთ პიროვნული თვითგამორკვევის ხუთივე ეტაპი: I ეტაპი – ანალიზი; II ეტაპი – არჩევანის გაკეთება; III ეტაპი – მიზნების განსაზღვრა; IV ეტაპი – დაგეგმვა; V ეტაპი – მოქმედება.
ამ სამუშაო რვეულის შევსების შემდეგ თქვენ გექნებათ მკაფიო წარმოდგენა იმაზე რისი, რატომ და რისთვის კეთება გინდათ ცხოვრებაში, რა არის თქვენი მთავარი მიზანი და დანიშნულება და როგორ და როდის უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი.

24,99 

შეძენის შემდგომ მიიღებთ PDF ფაილის ჩამოსაწერ ლინკს მეილზე, რომელიც ასევე თქვენი პროფილის გვერდზე იქნება განთავსებული