ჩვევების მაკონტროლებელი

ალბათ მომხდარა შენს ცხოვრებაში როცა კბილი ისე გაგიხეხავს, რომ ვერც იხსენებ, სახლიდან გამოსვლის წინ შუქი ისე ჩაგიქრია, რომ მთელი დღე ფიქრობ ხომ არ დაგრჩა, დილას ახალ გაღვიძებულზე, ტელეფონისთვის ხელი ისე დაგივლია, რომ ვერც კი გაგიგია როგორ აღმოჩნდი რომელიმე სოციალური ქსელის ლაბირინთში.

ეს ყველაფერი ჩვევებია, რომელიც წლების მანძილზე ყალიბდება და ისე ვაკეთებთ, რომ არც კი ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ცუდი ჩვევების კარგი ჩვევებით ჩანაცვლება ან ახალი ჩვევების შეძენა მარტივი არ არის და დროს მოითხოვს, განსაკუთრებით თუ რთული სამუშაო გრაფიკი ან დაძაბული გარემო გვაქვს.

ჩვევების მაკონტროლებელი დაგეხმარება აკონტროლო შენი ქცევა და გაიგო რამდენად ხშირად და სრულყოფილად იცავს საკუთარი თავისათვის განსაზღვრულ მიზანს შეცვალო მავნე (მაგალითად სიგარეტის მოწევა, არაჯნსაღი საკვების მიღება და ა.შ.) ან შეიძინო ახალი კარგი ჩვევა (მაგალითად: ვარჯიში) და საბოლოოდ ჩამოაყალიბო ის როგორც ყოველდღიური რუტინა.

2,99 

შეძენის შემდგომ მიიღებთ PDF ფაილის ჩამოსაწერ ლინკს მეილზე, რომელიც ასევე თქვენი პროფილის გვერდზე იქნება განთავსებული