დღის დამგეგმავი

თუ გინდა, რომ იყო პროდუქტიული და არაფერი გამოგრჩეს, მუშაობაც დროულად დაასრულო და დასვენების დროს დაგრჩეს, ყოველი დღის წინასწარ დაგეგმვა და შემდეგ ამ გეგმის მიხედვით მოქმედება უნდა შეძლო. დღის დამგეგმავი გვეხმარება ადამიანებს ზუსტად ვიცოდეთ თუ რა არის ჩვენი პრიორიტეტი, რა არის აუცილებელი რომ გავაკეთოთ და რა დროს გვჭირდება ამ ყველაფრისთვის ჩვენი დატვირთვის გათვალისწინებით. ამ დღის დამგეგმავის სისტემატიურად გამოყენება კი საშუალებას მოგცემთ იყოთ მოტივირებული, მაშინაც კი როცა მუშაობის განწყობა არ გაქვთ და იგრძნოთ კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე.

მაშ ასე: ჩამოტვირთე ფორმა, პირველ რიგში დაწერე რა არის ამ დღის მიზანი, შემდეგ რა გაქვს გასაკეთებელი ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩამოწერე სხვა ნაკლებ მნიშვნელოვანი საქმეების სია, შემდეგ კი ე.წ. „Time blocking“ მეთოდის გამოყენებით გადაიტანე ისინი დამგეგმავის მარჯვენა გრაფაში – დაგეგმილი აქტივობები/რითი ვიწყებ. მნიშვნელოვანია, რომ კალენდარში ყველა საქმეს მოუძებნო ადგილი და მიუწერო რითი იწყებ მის კეთებას, დარეკვით, დოკუმენტის მოძიებით თუ იმეილის გაგზავნით. დღის ბოლოს კი შეაჯამე რისი გაკეთება შეძენი არ ვერ შეძელი და რატომ. დღის შეჯამების პროცესი დაგეხმარება, რომ ყოველი შემდგომი დღისთვის გაითვალისწინო წინა დღის შეცდომები და გააუმჯობესო შენი პროდუქტიულობა.

2,49 

შეძენის შემდგომ მიიღებთ PDF ფაილის ჩამოსაწერ ლინკს მეილზე, რომელიც ასევე თქვენი პროფილის გვერდზე იქნება განთავსებული