ერთ დროს საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, კვირაში 7 დღე და 24 საათი. სამწუხაროდ ესეც არ იყო საკმარისი ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად და დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ საჯარო სამსახური დავტოვე და თავისუფალ გრაფიკზე გადავედი, თუმცა აქაც ისე დავიტვირთე, რომ არაფრისთვის დრო აღარ მრჩებოდა.
გამოსავლის ძიებისას გადავწყვიტე დეტალურად შემესწავლა პერსონალური განვითარების ძირითადი მიმართულებები – თვითშეფასების, თვითგანვითარების, პროდუქტიულობის, თვითდისციპლინის, მიზნების დასახვისა და ამის საფუძველზე პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის მეთოდები და ხერხები, მემუშავა ცუდი ჩვევების კარგი ჩვევებით ჩანაცვლებასა და დროის იმდაგვარად განაწილებაზე, რომ შედეგად დასახული მიზნებისთვისაც მიმეღწია და პირადი ცხოვრებისთვის, მოგზაურობისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ჩემი ჰობისთვისაც საკმარისი დრო დამრჩენოდა. შედეგმაც არ დააყოვნა. უკვე დიდი ხანია ზუსტად ვიცი სად ვარ, რატომ ვარ, რას ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ და რა შედეგს მოიტანს თითოეული დღე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.
მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ჩემს მიერ შექმნილი სისტემები, მეთოდები და პროგრამები ეფექტური საშუალებებია საკუთარი თავისა და ადგილის საპოვნელად, პროირიტეტების სწორად განსასაზღვრად და დროის ეფექტურად გამოსაყენებლად, მიზნად დავისახე ჩემი გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ასე შეიქმნა „წარმატების ჰაბი“, რომლის მთავარი მისიაც რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრების შეცვლაა უკეთესობისაკენ, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება იპოვონ მკაფიო მიზანი ცხოვრებაში, გამოიყენონ მათი შესაძლებლობები, მიაღწიონ მიზნებს და აისრულონ ოცნებები.
ჩემი მიზანი მარტივია: რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიარო არაერთ ადამიანზე გამოცდილი სისტემები და მეთოდები, რათა ყველა მათგანმა შეძლოს ეფექტურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ნაკლები დროის დანახარჯით აკეთოს საქმე, რომელიც მოსწონს, გამოსდის, სასარგებლოა სხვებისათვის და მოაქვს შემოსავალი.
ანუ გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და გახადოს ცხოვრება უკეთესი
Copyright © Successhub.ge 2023. All rights reserved.