ქეთი ჩომახაშვილი, პროფესიით იურისტი, გამოცდილი ტრენერი და ლექტორი, წლების განმავლობაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობისას აგროვებდა მენტორინგის გამოცდილებას, როგორც მისი კოლეგების, ასევე სტუდენტებისა და ტრენინგის მონაწილეთათვის. თითოეული მათგანი აღნიშნავდა, რომ ქეთის რჩევამ დადებითი გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე და დაეხმარა ეპოვნა საკუთარი თავი, საყვარელი საქმე და ადგილი საზოგადოებაში.
2018 წელს, მეგობრების რჩევის გათვალისწინებით, ქეთიმ გადაწყვიტა სერიოზულად მიდგომოდა და უფრო მეტი დრო დაეთმო მენტორინგის პროცესისადმი. დეტალურად შეისწავლა და პირველ რიგში საკუთარ თავზე გამოსცადა მენტორინგის პრინციპები და მეთოდები ადამიანის პერსონალური და პროფესიული განვითარების, დროის მართვისა და პროდუქტიულობის მიმართულებით. შესაბამისი გამოცდილების დაგროვების შემდგომ კი მენტორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანის ცხოვრება შეეცვალა უკეთესობისაკენ.
(ყველაზე რთული მე-5 ნაბიჯია)
Copyright © Successhub.ge 2023. All rights reserved.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის – დოკუმენტი უკვე გამოგზავნილია
თუმცა, სანამ ჩემს გამოგზავნილ დოკუმენტს წაიკითხავდე
უპასუხე მარტივ შეკითხვებს და გაიგე რაში შემიძლია შენი დახმარება