დაიწყე დილა განსხვავებულად და იყავი ეფექტური მთელი დღის განმავლობაში

დიდი ხანია გინდა რაღაც შეცვალო შენს ცხოვრებაში, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? შესაძლოა ცადე კიდეც, თუმცა ყოველ ჯერზე ძველ ჩვევებსა და გარემოს უბრუნდები და იმედგაცრუება გიპყრობს. არ იდარდო ეს ბლოგი დაგეხმარება დილის რუტინაში ეტაპობრიად შეტანილი 5 ცვლილებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესო შენი ცხოვრება და მიაღწიო წარმატებას.

ვიცი, რომ დაწყება რთულია, მაგრამ ამ სისტემის გამოყენებით არ დაგჭირდება ძირეულად შეცვალო მთელი დილის რუტინა. ამ სისტემის მიზანია მცირე და მარტივი ცვლილებებით, 4 კვირაში მთლიანად გადაერთო ახალ გარემოზე და გახდე მშვიდი, პროდუქტიული და ეფექტური მთელი დღის განმავლობაში.

მოდით ვნახოთ რას შეუძლია გახადოს ჩვენი დღე ეფექტური.

  1. ერთი საათით ადრე გაღვიძება– დრო საკმარისი არასდროს არ არის, განსაკუთრებით მაშინ როცა რაღაც ახლის დაწყება გვინდა. სწორედ ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ ახალი დილის რუტინის შესაქმნელად არსებული დღის განრიგი შეცვალოდ, ბევრად უფრო მარტივი იქნება უბრალოდ ერთი საათით ადრე გაიღვიძოთ, ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედებები განახორციელოთ და სუფთა სინდისით მოემზადოთ თქვენი ძირითადი საქმიანობისათვის. დამატებითი ერთი საათი დილას, ერთი სამუშაო დღეა კვირაში და 1 სამუშაო კვირა თვეში. ეს ჩვევა რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისაკენ, თანაც ძალიან მალე.  
  2. ამ ერთი საათის მანძილზე ტელეფონის არ გამოყენება– ნუ მისცემ ტელეფონს, სოციალურ ქსელებს და ელექტრონულ ფოსტას გააფუჭონ შენი ხასიათი, განსაზღვრონ  შენი დღის წესრიგი გაღვიძებისთანავე. დატოვე ტელეფონი აბაზანაში ან სადმე შორს, მანამ სანამ ქვემოთ მოცემულ 3 პუნქტს არ შეასრულებს, შემდეგ კი სუფთა სინდისით, დაგეგმილი დღით და ახალი იდეებით სულ სხვა თვალით შეხედავ ტელეფონიდან წამოსულ ინფორმაციას.
  3. 20 წუთი ვარჯიში– 2019 წელს ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დილას 20 წუთიანი ვარჯიში ზრდის ყურადღებას, მხედველობით მეხსიერებას და აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. მთავარია იმოძრო: იარე, იცეკვე, ირბინე, არ აქვს მნიშვნელობა რითი და როგორ. მთავარია მიეცი სისხლს საშუალება იმოძრაოს, გულს – ფეთქვა გაახშიროს და ორგანიზმს – ენდორფინი გამოიმუშაოს. ამ 20 წუთის შემდეგ თავს იგრძნობ კარგად და შენს ტვინსაც შეეძლება ფოკუსირდეს.
  4. 20 წუთი თვიგამოხატვა– თვითგამოხატვის პროცესი გვეხმარება გავაცნობიეროთ ჩვენი მდგომარეობა და შესაძლებლობები, ვფიკუსირდეთ მნიშვნელოვან აქტივობებზე და გავზარდოთ პროდუქტიულობა. თვითგამოხატვის პროცესი თავის თავში გულისხმობს: მედიტაციას, დილის ჟურნალის წარმოებას, მადლიებების გამოხატვას მოვლენის ფაქტის ან ადამიანების წინაშე, დასახული მიზნების გადახედვას, დღის დაგეგმვას, ვიზუალიზაციას და აფირმაციას.
  5. 20 წუთი წიგნის კითხვა/მოსმენა– კვლევები აჩვენებს, რომ ყოველდღიური კითხვა გარდა იმისა, რომ ზრდის ცოდნას და შემეცნებას, აუმჯობესებს ადამიანის ტვინის მუშაობას, ამცირებს სტრესსა და ტვინის დაბერების პროცესს, ხოლო წიგნები, რომელსაც კითხულობთ დაკავშირებულია თქვენს პროფესიასთან ან საქმიანობასთან, ეს 20 წუთიანი პროცესი გაამდიდრებს თქვენს წარმოსახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს იმედს, რომ ყველაფერი გამოვა.

როგორ? დაიწყე ნელ-ნელა და 4 კვირაში მთლიანად შეცვალე დილის რუტინა:

I კვირა – გაიღვიძე 15 წუთით ადრე და ცადე: 5 წუთი ვარჯიში, 5 წუთი მედიტაცია და 5 წუთი წიგნის კითხვა;

II კვირა – გაიღვიძე 30 წუთით ადრე და ცადე:  10 წუთი ვარჯიში, 10 წუთი მედიტაცია და 10 წუთი წიგნის კითხვა;

III კვირა – გაიღვიძე 45 წუთით ადრე და ცადე: 15 წუთი ვარჯიში, 15 წუთი მედიტაცია და დილის ჟურნალი, ხოლო 15 წუთი წიგნის კითხვა;

IV კვირა – გაიღვიძე 1 საათით ადრე და ცადე: 20 წუთი ვარჯიში, 20 წუთი მედიტაცია და დილის ჟურნალი და 20 წუთი წიგნის კითხვა.

რაც ყველაზე მთავარია – უარი თქვი ამ დროს მეილების, სოციალური ქსელებისა და ტელევიზორის გამოყენებაზე, ნაცვლად ამისა ყოველ დილას შეავსე დილის ჟურნალი, რითაც შეიმცირებ შფოთვას, გაზრდი პროდუქტიულობას და იქნები ბევრად უფრო მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.